ახალი ამბები

მარგველაშვილი: ომი რეალური ბრძოლისა და შეტაკებების გარეშე უნდა მოვიგოთ

10 აგვისტო, 2014 • • 1091
მარგველაშვილი: ომი რეალური ბრძოლისა და შეტაკებების გარეშე უნდა მოვიგოთ

“მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პროფესიული დღე ჩვენს ტანკისტებს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ის მადლიერება, რაც თითოეულ ქართველს გვაქვს ჩვენი შეიარაღებული ძალების მიმართ. ეს მადლიერება ეფუძნება იმ პატივისცემას, რასაც ჩვენ განვიცდით იმ ხალხის მიმართ, ვინც აგრძელებს ჩვენს უძველეს ტრადიციებს, ჩვენს სამხედრო ტრადიციებს, რომლებმაც  მოიტანა პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა”. 

 

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ომი რეალური ბრძოლისა და შეტაკებების გარეშე უნდა მოიგოს: 

 

ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ჭირდება დაცვა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მოვიგოთ ომი ჩვენი ქვეყნისთვის რეალური ბრძოლისა და შეტაკების გარეშე. აღარ უნდა დაიღვაროს არც  სამხედროს და არც ჩვეულებრივი მოქალაქის სისხლი და იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ უაღრესად მაღალ მოწოდებაზე, მაღალ დონეზე, რომ არავის არ გაუჩნდეს ერთი წამით ეჭვიც კი, რომ იოლია საქართველოსთან იარაღის ენით საუბარი. ეს არის თქვენს მხრებზე, ვისაც ძალიან ბევრი გამოგივლიათ და ვინც იცით, რამდენად რთული და მძიმეა ყოველი დღე ჯარისკაცისთვის და თქვენ იცით ისიც, რამხელა პატივს გცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქე და რამხელა პატივია ის, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს მშვიდად სძინავთ, თქვენ ფხიზლობთ”. 

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს წარმატებული მისიები ავღანეთსა და აფრიკაში ომის, ბრძოლის გარეშე მოგების წინაპირობაა: 

 

“ამიტომ თითოეული პროფესიული დღე, რომელსაც თქვენ ატარებთ და რომლითაც თქვენ აჩვენებთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების მოწოდება არის ძალიან მაღალი, არის უმნიშვნელოვანესი შენატანი ამ ბრძოლაში. თქვენი თავდადება,  რომელიც ჩანს თქვენს სახეებზე, ყოველთვის შეაშინებს ნებისმიერ მტერს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთის, ხართ სათაყვანებელი ადამიანები, ხოლო როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლისთვის- ხართ ერთგული თანამებრძოლი”. 

 

დღევანელი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ღონისძიებას არ დასწრებია, რადგან საქართველოში არ იმყოფება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი