ახალი ამბები

სროლა თამარაშვილის ქუჩაზე – დაჭრილია ორი ადამიანი

5 თებერვალი, 2019 •
სროლა თამარაშვილის ქუჩაზე – დაჭრილია ორი ადამიანი

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ორივე დაჭრილი გადაყვანილია სტაციონარში. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი