გამოცემა trend.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანმა პროექტისთვის თანხები მსოფლიო ბანკის მეშვეობით გადმორიცხა.
trend.az-ის ინფორმაციითვე, 2014 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის მიერ პროექტში დახარჯული თანხის ოდენობა 24,9 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი 105 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. ამის გარდა, საქართველოში რეკონსტრუირებული იქნება ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთი, რომლის ტვირთის გამტარიანობამ წელიწადში 15 მილიონ ტონამდე უნდა შეადგინოს.
| ||||