ახალი ამბები

რეპერი შავი პრინცი გარდაიცვალა

5 თებერვალი, 2019 • 5844
რეპერი შავი პრინცი გარდაიცვალა

რეპერი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი მეგობრები, მათ შორის რეპერი ჯერონიმო, სოციალურ ქსელში წერენ.

“შავი პრინცი” ქუთაისში დაიბადა. ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა მუსიკალური საქმიანობა 90-იან წლებში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2000-იანების დასაწყისში გახდა.

რამდენიმე კომპოზიცია, მათ შორის, “ავიარე-ჩავიარე” და “მი ბანდიტო” განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მსმენელისათვის და რეპერის პოპულარობაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი