ახალი ამბები

ბატიაშვილი: ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

4 თებერვალი, 2019 • 7614
ბატიაშვილი: ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება.

მიხეილ ბატიაშივლის თქმით, აღნიშნული პროექტი კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება:

„პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნერლოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია
ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის
მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც
ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება, როგორც დასაქმების, ასევე ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების დაფუძნების კუთხით. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ კვლავ გაგრძელდება კერძო სექტორის ხელშეწყობა, რადგან სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.

როგორც “ნეტგაზეთს” განათლების სამინიტროში განუცხადეს, სასწავლებელი სტუდენტებს ტურიზმის მიმართულებით მოამზადებს.სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი