ახალი ამბები

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის მუზეუმი გაიხსნას

2 თებერვალი, 2019 •
პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის მუზეუმი გაიხსნას

“ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნის საკითხს განიხილავს.

როგორც ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ თემაზე დღეს იმსჯელეს პარტიის ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

“ერთი-ერთი განსახილველი საკითხი იყო პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენტიცა, რომელთან დაკავშირებითაც შეიქმნა პირობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შეხვდება. უახლოეს დღეებში, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული. ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ მხოლოდ და მხოლოდ ჯერ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები, ვიზიარებ და ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან, ერთად შემიძლია, თანაავტორადაც კი დავასახელო თავი – შესაძლებელია ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზე იყოს საუბარი”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მუზეუმის გახსნა ერთ-ერთი ვერსიაა, თუმცა სხვა ვარიანტებთან  დაკავშირებით არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი