ახალი ამბები

ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმებიდან რუსეთიც გავა – პუტინი

2 თებერვალი, 2019 •
ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმებიდან რუსეთიც გავა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს დაავალა, განიარაღების თემატიკაზე ახალი მოლაპარაკებები არ აწარმოონ.

პუტინის თქმით, რუსეთი დაელოდება, როდის გაათვიცნობიერებს დასავლეთი, რომ ამ საკითხზე მოსკოვთნ  თანასწორი, არსობრივი დიალოგი უნდა აწარმოოს.

“ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ინიციატივები პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერილი არ არის. პირიქით, ყოველთვის ძებნება რაღაც წინაპირობა საბაბი უკვე ჩამოყალიბებული საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟისთვის”, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ მოსკოვის პასუხი სარკისებური იქნება.

“ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ აჩერებენ შეთანხმების წევრობას. ჩვენც შევაჩერებთ. მათ თქვეს, რომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობით არიანნ დაკავებულნი. ჩვენც იგივეს გავაკეთებთ”, – განაცხადა პუტინმა.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ 2 თებერვლიდან აჩერებს  ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას. მისი თქმით, რუსეთი მუდმივად არღვევს  შეთანხმებას. ამერიკული მხარის თქმით, რუსეთს 6 თქვე ეძლევა შეთანხმების გადასარჩენად და მან უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაკეტების განადგურება.

აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა 1987 წელს მოაწერეს ხელი საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმებას, რომელმაც “ცივი ომის” დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შეთანხმება სახმელეთო ბაზირების მცირე (500–1,000  კმ) და საშუალო (1,000–5,500) რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი