ახალი ამბები

ფიფა 2018 წლის მუნდიალის რუსეთში გამართვისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

25 ივლისი, 2014 • • 1132
ფიფა 2018 წლის მუნდიალის რუსეთში გამართვისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

“ფიფამ” დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხარს უჭერს ნებისმიერ დიალოგს, რომელსაც მშვიდობისა და დემოკრატიის საფუძველი აქვს.

 

“ისტორიამ აჩვენა, რომ სპორტული ღონისძიებების ბოიკოტის, იზოლაციისა და კონფრონტაციის პოლიტიკა არ არის საუკეთესო გამოსავალი პრობლემების მოსაგვარებლად. ფებურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა შესაძლოა გახდეს კატალიზატორი, რომელიც ხელს შეუწყობს ხალხებსა და მთავრობებს შორის დიალოგის დაწყებასა და საზოგადოების წინსვლას.”

 

“ფიფა” დარწმუნებულია, რომ ფეხბურთს, განსაკუთრებით კი მსოფლიო ჩემპიონატს, მისი საერთაშორისო მნიშვნელობის გამო, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, თუმცა ფეხბურთი ვერ მოაგვარებს ყველა პრობლემას, განსაკუთრებით კი მათ, რომელიც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული, აცხადებს ფიფა. 

“ჩვენ ვნახეთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აქვს ძალა ხელი შეწყოს პოზიტიურ ცვლილებებს და გვჯერა, რომ ამგვარი ეფექტი ექნება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში გამართვას”.

 

3 დღის წინ change.org-ზე განთავსდა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც ფიფას 2018 წლის რუსეთში დაგაგმილი მუნდიალის ჰოლანდიაში გადატანას სთხოვენ. ხელმომწერები ამი მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის იმ ქმედებებს ასახელებენ, რომელიც მათი აზრით, ფიფას მიერ დეკლარირებული მშვიდობისა და ანტირასიზმის ღირებულებებთან კორელაციაში არ მოდის. ჰოლანდია 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში რუსეთის კონკურენტი იყო, თუმცა ფიფამ არჩევანი საბოლოოდ რუსეთზე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი