ახალი ამბები

მიხეილ გიორგაძე: თუ კულტურის მინისტრი გავხდი, ფესტივალების გამართვას ხელს შევუწყობ

25 ივლისი, 2014 • • 1169
მიხეილ გიორგაძე: თუ კულტურის მინისტრი გავხდი, ფესტივალების გამართვას ხელს შევუწყობ

მიხეილ გიორგაძემ დღეს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კულტურის მინისტრი გახდება, იგი აუცილებლად იზრუნებს ამ სფეროს განვირაებაზე.

 

“შავი ზღვის წლევანდელი ჯაზფესტივალი ტარდება კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით, შესაბამისად ჩემს მოსვლამდე კულტურის სამინისტროში პოლიტიკა შეიცვალა როგორც ჩანს. პირადად მე, დღეს საკომიტეტო მოსმენაზეც ვთქვი, რომ ფესტივალები, არამხოლოდ ჯაზფესტივალი, სხვადასხვა სახელოვნებო ჯაზფესტივალები, ერთ-ერთი პოზიტიური საშუალებაა ქვეყნის პრომოუტირების, ტურისტული ნაკადების გაზრდისთვის და ქვეყნისთვის ძალიან კონკრეტული სარგებელის მომტანი არის. არამარტო საიმიჯო თვალსაზრისით, არამედ ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად მე თუ გავხდები კულტურის მინისტრი ამ სფეროს ნამდვილად განვავითარებ”. 

 

მიხეილ გიორგაძემ პარლამენტარ გოგა ხაჩიძის კითხვას უპასუხა, იმასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ არა მასაც რომ “ქართული ოცნების” მსგავსად, ფესტივალები და კონცერტები არის “ტაშფანდურა.”

 

“წლების განმავლობაში ათეულ ათსობით ლარი კულტურის სამინისტროდან, მერიიდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან იხარჯებოდა იმისთვის, რომ თქვენს კომპანიას “ისთერნ პრომოუშენს”-ს გაეკეთებინა ორგანიზება სხვადასხვა ღონისძიებებისთვის? ის გუნდი, რომლის წევრი თქვენ ხდებით ამას ეხაძდა უაზრო ტაშფანდურში უაზროდ გადაყრილ თანხას. თქვენც ტაშფანდურში მონაწილე ადამიანად მოგიხსენიებდნენ. მომავალში როგორ აპირებს ამ შეუსაბამობის, ან ისთერპრომოუშენსი სხვა ტიპის ღონისძიებებს გააკეთებს, აღარ იქნება ტაშფანდური?’ – იკითხა გოგა ხაჩიძემ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი