ახალი ამბები

საპატრიარქო ალფეევის კომენტარებს მოგვიანებით შეაფასებს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1 თებერვალი, 2019 •
საპატრიარქო ალფეევის კომენტარებს მოგვიანებით შეაფასებს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებებს საქართველოს ეკლესიისადმი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მოგვიანებით შეაფასებს. ამის შესახებ პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

საპატრიარქო ამ დრომდე არ გამოხმაურებია ილარიონ ალფეევის  მინიშნებას საფრთხეებზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში ელის.

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეების უმეტესობა ის ხალხია, რომელსაც კარგად ესმის რეალური ეკლესიური სინამდვილე და ესმით, რა დაემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში”, – აღნიშნა ალფეევმა.

ალფეევის კომენტარები მალევე გააკრიტიკეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა, მთავარეპისკოპოსმა ზენონმა და ეპისკოპოსმა დოსითეოზმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი