ბინის მესაკუთრე, სადაც დღეს, 31 იანვარს, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი გარდაიცვალა, შსს-ში გამოკითხვისას ცუდად გახდა. ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ კაცმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა, შესაბამისად, მისი გამოკითხვა ისანი-სამგორის რაიონის განყოფილებაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.