ახალი ამბები

წყლის დაბინძურებაზე ინფორმაციას სურსათის სააგენტოც უარყოფს

31 იანვარი, 2019 •
წყლის დაბინძურებაზე ინფორმაციას სურსათის სააგენტოც უარყოფს

თბილისში სასმელი წყლის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს

“სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. თბილისში, სააგენტოს ზედამხედველობით და ჩართულობით, მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კველევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გუშინ, დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია,  თითქოს სასმელ წყალს კანალიზაცია შეერია და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, წყალი არ დაელიათ. ეს ინფორმაცია GWP-მაც უარყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი