ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი: ყარაბაღის გამო, შესაძლოა, რეგიონში ვითარება გაუარესდეს

23 ივლისი, 2014 • • 1841
ალიევი: ყარაბაღის გამო, შესაძლოა, რეგიონში ვითარება გაუარესდეს

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი სომხურ-აზერბაიჯანული მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა. ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხში სომხეთს არ აქვს კონსტრუქციული პოზიცია და მუდმივად იგნორირებას უწევს საერთაშორისო სამართალსა და თანათავმჯდომარე ქვეყნების ხელმძღვანელთა განცხადებებს. 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თუ ყარაბაღის პრობლემა სამართლიანად, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში არ გადაწყდება, რეგიონში მდგომარეობა შესაძლოა, გაუარესდეს.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი