ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.
NDI-ის კვლევას თანახმად, 23 პროცენტი აცხადებს, რომ ენმ-ს ხმას არასოდეს მისცემს. იგივეს “ქართულ ოცნებაზე” 11% ამბობს. პატრიოტთა ალიანსის ნეგატიური რეიტინგი კი ამ კუთხით 7%-ია.