ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ლუგანსკში ტყვედ აყვანას უარყოფს

22 ივლისი, 2014 • • 1202
ცხინვალი თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ლუგანსკში ტყვედ აყვანას უარყოფს

ინფორმაციას სააგენტო ოსინფორმი ავრცელებს.


თავდაცვის მინისტრი ვალერი იახნოვეცი ამბობს, რომ ლუგანსკში ტყვედ ჩავარდილი მისი თანაშემწე არ არის. მისი თქმით, ეს პიროვნება არ ირიცხება სამხრეთ ოსეთის თავდაცვის უწყების რიგებში და საერთოდ არც იცნობს.

 

ტამერნალ ენალდიევის, როგორც სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ლუგანსკში ტყვედ ჩაგდების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა ტელეარხმა ТСН -მა გაავრცელა. 



 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი