უკრაინის პრეზიდენტმა პერტო პოროშენკომ და უკრაინაში ჰოლანდიის ელჩმა კეს კლომპენჰოვერმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი 293 ადამიანის ხსოვნას უკრაინის დედაქალაქ კიევში. მალაიზიის ავიახაზების ბოინგი 777 უკრაინის ტერიტორიაზე 17 ივლისს ჩამოვარდა, რის შემდეგაც  293 მგზავრი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ ჰოლანდიის 193 მოქალაქე. მალაიზიელმა ლიდერებმა გამოხატეს იმედგაცრუება იმის გამო, რომ რუსეთმა არ გამოიყენა თავისი გავლენა უკრაინელ სეპარატისტებზე, რომლებიც აკონტოლებენ ტერიტორიას, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

 

ნეპალელი ინდუისტი ქალი ანთებული ლამპით ლოცულობს ღმერთ შივას წინაშე © epa, 21.07.2014
ნეპალელი ინდუისტი ქალი ანთებული ლამპით ლოცულობს ღმერთ შივას წინაშე © epa, 21.07.2014

ღმერთი შივა ინდიუსტური რელიგიის მიხედვით შენებისა და ნგრევის ღმერთია. სარვან ბრატას რელიგიურ დღესასწაულზე ათასობით დაქორწინებული და დაუქორწინებელი ქალი დღესასწაულის დროს წითელ, ყვითელ და მწვანე ტანსაცმლით იმოსება. ისინი ლოცულობენ ივლისის განმავლობაში იმისთვის, რომ ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლე ჰქონდეთ თავიანთ ქმრებს, ხოლო დასაქორწინებლები ლოცულობენ, რომ კარგი ქმრები შეხვდეთ.

 

ისრაელის არმიის წევრის დაკრძალვის ცერემონია.© epa, 21.07.2014
ისრაელის არმიის წევრის დაკრძალვის ცერემონია.© epa, 21.07.2014

32 წლის ჯარისკაცი, რომელიც ერთ–ერთი ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო, ღაზის სექტორში პალესტინელებთან ბრძოლისას დაიღუპა. ფოტოზე ჩანს როგორ ემშვიდობებიან მას ახლობლები და არმიის სხვა წევრები. მოპირდაპირე მხარეს დაკრძალულია, ასევე პალესტინელებთან ბრძოლისას დაღუპული 20 წლის ჯარისკაცი, რომელიც გუშინ დაასაფლავეს.

 

‘ტრინამოლის კონგრესის პარტიის’ წევრები მართავენ აქციას ინდოეთის ქალაქ კალკუტაში. © epa, 21.07.2014
‘ტრინამოლის კონგრესის პარტიის’ წევრები მართავენ აქციას ინდოეთის ქალაქ კალკუტაში. © epa, 21.07.2014

‘ტრინამოლის კონგრესის ათასობით’ წევრმა და მომხრემ მასობრივი მსვლელობა მოაწყეს, რომელიც კონგრესის ლიდერის, ბენგალის მთავარი მინისტრის, მამატა ბანერიეს მოწოდებით გაიმართა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები აღნიშნავენ ტრინამოლის კონგრესის 13 წევრის დაღუპვის 21 წლისთავს. ისინი დაიღუპნენ პოლიციის მხრიდან გახსნილი ცეცხლის გამო 1993 წლის 31 ივლისს.

 

ექსპერტები აფასებენ პაბლო პიკასოს ნახატს, რომელიც დღს 21 ივლისს პოლონეთში, ვროცლავში ჩაიტანეს გამოფენისთვის © epa, 21.07.2014
ექსპერტები აფასებენ პაბლო პიკასოს ნახატს, რომელიც დღს 21 ივლისს პოლონეთში, ვროცლავში ჩაიტანეს გამოფენისთვის © epa, 21.07.2014

გამოფენაზე, რომელიც 24 ივლისს გაიხსნება პიკასოს 200 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, პიკასოს ნახატების გარდა ასევე გამოიფინება სალვადორ დალის და ფრანსისკო გოიას ნამუშევრებიც. ექსპოზიცია 24 ივლისიდან 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *