ახალი ამბები

ხვალ დილიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

26 იანვარი, 2019 • 3342
ხვალ დილიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

27 იანვარს, 09:00 საათიდან, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით, ხოლო სააკაძის მოედნიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

შესაბამისად, მერიის განმარტებით, დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:

N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, “ლაგუნა ვერესთან” გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.”

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება: “თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!”

17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე ასევე შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.

ვრცლად:

რეაბილიტაციის გამო თბილისში ვახუშტის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტება

მასალების გადაბეჭდვის წესი