ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ აშშ-ში გამგზავრებისგან

18 ივლისი, 2014 • • 1173
ცხინვალი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ აშშ-ში გამგზავრებისგან

“ეს ქმედებები ითვალისწინებს საქართველოსთვის სრულყოფილი სამხედრო დახმარების გაწევას, მის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარებისა და შეიარაღების განთავსების ჩათვლით,”- ავრცელებს უწყების განცხადებას სააგენტო რესი. 


ცხინვალი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი თბილისის პროვოცირებას ახდენს ახალი აგრესიული მოქმედებებისთვის. 

 

“ამ პოლიტიკის შედეგები უკვე კარგად ჩანს უკრაინის მაგალითზე. აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამყარება ჩვენი საზღვრების გარშემო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის  მხოლოდ ახალ ესკალაციას ნიშნავს. მოსალოდნელია აშშ-ის და მისი მოკავშირეების სპეცსამსახურების შეთანხმებული მოქმედებები ჩვენი რესპუბლიკის ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ. [განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება იყოს უკანონო დაკავებები და დაპატიმრებები, ასევე “დავერბოვკება” და ა.შ.].”


შესაბამისად, უშიშროების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აშშ-ში გამგზვრებისგან.


ცხინვალის ებრაულ უბანში ძირითადად ძველთაძველი აგურის და ხის სახლებია
ცხინვალის ებრაულ უბანში ძირითადად ძველთაძველი აგურის და ხის სახლებია


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი