ახალი ამბები

ჟურნალისტ დავით ერაძის სახლს ესროლეს – რუსთავი 2

25 იანვარი, 2019 • 2506
ჟურნალისტ დავით ერაძის სახლს ესროლეს – რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ტელევიზიის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

რუსთავი 2 -ის ცნობით, დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმეს ეხებოდა. “სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს. კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კი სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს,”-აცხადებენ ტელეკომპანიაში.

ნეტგაზეთი ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას. მათ პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი