ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

25 იანვარი, 2019 • 1572
აფხაზური მხარის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრი [საქართველოს კანონმდებლობით გალის რაიონი], 1962 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულის ადგილსამყოფელის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა და სხვა ტიპის საბრძოლო შეიარაღება.

სოხუმის ინფორმაციითვე, დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 274-ე მუხლით [სხვა ქვეყნისთვის ჯაშუშობა, რაც გულისხმობს სხვა სახელმწიფოსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა] და ასევე 217-ე მუხლით [საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა].

ბრალდებულს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ის ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი