BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ ღაზის მიმართულებით ტანკები და შეიარაღებული ძალები გუშინ გაგზავნა. ხოლო ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელს ეს ძვირად დაუჯდება.
CNN-ის ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორისკენ გაგზავნა დიდი რაოდენობის შეიარაღებული ძალები, რომლებიც მოიცავს: ქვეით ჯარს, ტანკებს, არტილერიას, სამხედრო ინჟინრებსა და სადაზვერვო შენაერთებს, რომელთაც მხარდაჭერა აქვთ საჰაერო და საზღვაო ძალებისგან.
BBC-ის ცნობით, ღაზის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 11 პალესტინელი დაიღუპა ხუთშაბათს დაწყებული სახმელეთო ოპერაციის დროს. ხოლო ისრელმა შეეტევის დროს დაკარგა ერთი ჯარისკაცი.
პალესტინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ 258 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის მიერ 8 ივლისს დაწყებული ოპერაციის შედეგად, ხოლო ისრაელი აცხადებს, რომ ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა ღაზის სექორის მხრიდან გახსნილი ცეცხლის გამო.

CNN-ის ცნობით, ცამეტი პალესტინელი მეომარი ცდილობდა მიწიქვეშა გვირაბის საშუალებით თავს დასხმოდნენ ისრაელის ქალაქ სუფასთან მდებარე კიბუცის, თუმცა ისინი ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს, აცხადებს ისრაელის მხარე.
CNN-ის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ისრაელი ღაზის სექტორის ოკუპაციას, ნათანიაჰუს წარმომადგენლმა მარკ რეგევმა უპასუხა, რომ ოპერაციის მიზანი არის ჰამასის ძალებზე იერიშის მიატანა, რათა აჩვენოს, რომ თავდასხმა ისრაელზე დაუსჯელი არ დარჩება.
ისრაელის პრემიერმა ნათანიაჰუმ სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ორივე მხარემ, ისრაელმა და პალესტინამ, სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს 8 ივლისიდან.
