ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში საქართველოსთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ყოფილი დეპუტატი შიმშილობს

16 ივლისი, 2014 • • 1244
ცხინვალში საქართველოსთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ყოფილი დეპუტატი შიმშილობს

გამოცემის ინფრმაციით, ძმები იგორ და ბატირ პუხაევები გასულ პარასკევს გენპროკურატურის დავალებით დააკავეს. ისინი არიან ეჭვმიტანილი სამშობლოს ღალატსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობს დიმიტრი სანაკოევი. 

 

სამხრეთ ოსეთში ამ სტრუქტურის საქმიანობა მიიჩნევა უკანონოდ და  მიმართულია საკონსტიტუციო წყობის წინააღმდეგ. 


პუხაევები დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბატირ პუხაევმა კი, რომელიც შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული, უვადო შიმშილობა გამოაცხადა. 


ეხო კავკაზას ინფორმაციით, ორივე ძმა საკუთარი დედის დაკრძალვაზე იქნა დაკავებული.

 

 

 

როგორც გამოცემა იუწყება ძმებმა პუხაევებმა ცხინვალში ჩასვლამდე ადგილობრივი «ხელისუფლებისგან» უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს.

 

 

 

პუხაევების მშობლები ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. მათი დედა თბილისში მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩნენა ვერ მოხერხდა. „წითელი ჯვრის“ მისიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მისი ცხინვალში გადასვენება. ხოლო იგორ და ბატირ პუხაევები სამხრეთ ოსეთში ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით მოხვდნენ. ცხინვალში შესვლიდან 6 საათის შემდეგ მოხდა მათი დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი