ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის მომხრეა

16 ივლისი, 2014 • • 1145
აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის მომხრეა

“აფხაზეთმა არა მხოლოდ მხარი უნდა დაუჭიროს რესპუბლიკის გავლით სარკინიგზო მიმოსვლას, არამედ “ამ პროექტის განხორციელება აქტიურად უნდა დაიწყოს რუსეთთან და სომხეთთან ურთიერთქმედებით.”

 

“აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში არაერთხელ იყო განხილული. ცნობილია, რომ ეს პრობლემატიკა რამდენიმე საკითხისგან შედგება: აფხაზეთის პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხებისგან. ჩემთვის ცხადია, რომ თუ სატრანზიტო ტვირთი ჩვენი გავლით რუსეთიდან, სომხეთიდან, ირანიდან და თუნდაც საქართველოდან შემოვა, ჩვენ რიგ მომგებიან პოზიციებს მივიღებთ,”- ამბობს ბჟანია.

 

ბჟანიას თქმით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას ეკონომიკური სარგებელი მოაქვს- “პირველ რიგში, ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებას, მეორე მხრივ, შესაძლეობლობას, ჩვენ თვითონ ვისარგებლოთ სატრანსპორტო კორიდორით. ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.”

 

“ტრანზიტორი ქვეყნის მდგომარეობის პოლიტიკური სარგებელი თვალსაჩინოა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი აღიარება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების წევრი ქვეყნების მიერ. მეორე, ძლიერდება მოლაპარაკებების პოზიციები ტრანზიტის მომხმარებლებთან სხვადასხვა საკითხზე,”- ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი. 

 

“ამასთან, აფხაზეთის რკინიგზის სამართლებრივ სტატუსს არ ვიხილავთ – ეს არის სახემწიფოს საკუთრება და მოცემული პროექტი არ უნდა დაემუქროს სახელმწიფოს უსაფრთხოებას.”

 

აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის საკითხი აქტუალური აფხაზეთთან ერთად სომხეთშიც გახდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი