ახალი ამბები

ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი პარიზში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს – AP

22 იანვარი, 2019 • 1641
ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი პარიზში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს – AP

ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი პარიზში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ Assosiated Press ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კრის ბრაუნი ფრანგმა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მას 24 წლის ქალმა გაუპატიურებისთვის უჩივლა.

AP-ის ინფორმაციით, მომღერალთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული. მათ შორის ერთი ბრაუნის პირადი მცველია.

მედიასაშუალების წყაროები აცხადებენ, რომ მომღერალი ორშაბათს დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

კრის ბრაუნი ფიზიკურ ძალადობაში 2009 წელს მისმა იმდროინდელმა შეყვარეუბლმა, მომღერალმა რიანამაც დაადანაშაულა. მაშინ ბრაუნი დამნაშავედ ცნეს რიანაზე თავდასხმაში. მომღერალმა სასჯელი 2015 წელს მოიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი