ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა ისრაელს სოლიდარობას უცხადებს

14 ივლისი, 2014 • • 1902
საქართველოს მთავრობა ისრაელს სოლიდარობას უცხადებს

“მთავრობა ასევე მწუხარებას გამოთქვამს ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.  ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი გარეშე საფრთხისგან და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.

იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის შემდგომი გაღრმავება და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია.

საქართველოს მთავრობა, იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ხანში შეწყდება ცეცხლი და დაპირისპირებულ მხარეებს შორის განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ისრაელში სიტუაცია რამდენიმე დღეა განსაკუთრებით დაძაბულია. დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ისრაელში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საელჩო იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში ქცევის წესებთან დაკავშირებით, ასევე მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სკონსულოს ცხელ ხაზზე +972-526919092.

საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი