ბოლნისში 7 ძროხის ქურდობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ბოლნისში 7 ძროხის ქურდობის ბრალდებით ორი ადამიანი სასამართლოს განჩინებით დააკავა, ერთს კი – ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. შსს-ს ინფორმაციით, სამივე პირი წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პირებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან