ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში არ ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვარზე 3 ტონამდე ჰეროინია ამოღებული

14 ივლისი, 2014 • • 1141
ბაქოში არ ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვარზე 3 ტონამდე ჰეროინია ამოღებული

აზერბაიჯანის მედია ავრცელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ელხან ნაგიევის კომენტარს, რომელიც მან სააგენტო Turan-ს მისცა.

 

“ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენთვის არ მოუმართავთ,” – აცხადებს ნაგიევი.

 

აზერბაიჯანის სხვა უწყებები, მათ შორის შსს, საბაჟო სამსახური, გენერალური პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ამ ფაქტის თაობაზე აზერბაიჯანის ამ უწყებების ოფიციალურ განცხადებებში არაფერია ნათქვამი.

თხევადი ჰერიოინი
თხევადი ჰერიოინი

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს საქართველოს შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც აზერბაიჯანიდან სატვირთო ავტომობილით შემოვიდნენ და საიდანაც 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ცნობით, “ნარკოტიკები ავღანეთიდანაა, აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საქართველოში და სავარაუდოდ ევროპაში უნდა მოხვედრილიყო”.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი