ახალი ამბები

სარალიძის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო მერიის ა(ა)იპი დააჯარიმეს

18 იანვარი, 2019 • 2003
სარალიძის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო მერიის ა(ა)იპი დააჯარიმეს

ზაზა სარალიძის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მერიის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” 1000 ლარით დააჯარიმა.

ინფორმაციას ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ავრცელებს.

თბილისის მერიამ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციისა და პარლამენტთან ნაძვისხის განთავსების შესახებ განმარტებასთან ერთად, ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად “ნეტგაზეთმა” გაავრცელა. მაშინ მერიაში აცხადებდნენ, რომ ეს ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა.

საკითხის შესწავლის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებულემა ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიაციის გნავითარების სააგენტომ” დაარღვია “პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ” საართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი და 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი