აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ყარაბაღის საკითხზე შეხვდნენ

ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პარიზში შეხვედრის შედეგების შესახებ.

როგორც განცხადებაში წერია, თანათავმჯდომარეებმა ცალკეული შეხვედრები გამართეს  ორი ქვეყნის მინისტრთან, შემდეგ კი უკვე ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

მსგავს ფორმატში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს მეოთხედ შეხვდნენ.

თანათავმჯდომარეებმა, როგორც განცხადებაში წერია, ასევე ხაზი გაუსვეს შესაძლო ურთიერთსასარგებლო ინიციატივების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი