ნეტგაზეთი | ნინოწმინდისა და ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია ნინოწმინდისა და ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია – Netgazeti

ნინოწმინდისა და ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა აკრძალულია.

როგორც გზების დეპარტამენტი აცხადებს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.