ტრადიციული ცეკვა წელს, 10 ივლისს, ქაიროში, Al Ghoury-ს სასახლეში გაიმართა. ფოტორეპორტაჟი კი ევროპის ფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოგრაფს KHALED ELFIQI-ს ეკუთვნის.
ცეკვას სუფიზმის მიმდევრები, სუფები ასრულებენ. სუფიზმი კლასიკური ისლამური ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა.
მოცეკვავეები 3 კაბას იყენებენ და ცეკვისას მუდმივად ატრიალებენ @ EPA/KHALED ELFIQI
ცეკვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა მიმართულებით ტრიალებს კაბა. მოცეკვავემ ის მზის მიმართულებით უნდა ატრიალოს EPA/KHALED ELFIQI
მოცეკვავის ერთი ხელი მუდმივად ცისკენაა მიმართული, მეორე კი მიწისკენ, რაც ცასა და მიწას შორის კავშირს გამოხატავს @EPA/KHALED ELFIQI
მოცეკვავეებს წელზე ქამარი აქვთ შემორტყმული, რომელსაც ცეკვის დასრულების შემდეგ იხსნიან@EPA/KHALED ELFIQI