12 იანვარს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ჰარდ როკ კაფე გაქურდეს.
რუსთავი2-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამოღებულია კაფეს კარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
შსს-დან ნეტგაზეთს აცნობეს, რომ, დანაშაული, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების ჩადენილია.