“დედაქალაქის მერიაში აუცილებლად განხორციელდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია. ეს გულისხმობს ერთი მიმართულებით იმ სტრუქტურების დამატებით შექმნას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი პროგრამის განხორციელებისათვის. ეს არის თანამედროვე სტრუქტურები, რომელიც ინოვაციაზე, განვითარებაზე, ანალიტიკურ საქმიანობაზე იქნებიან ორიენტირებული. მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ ცალკეული სტრუქტურების შეკვეცა ან გაუქმება მოგვიწიოს, მაგრამ ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ის, რომ ამ სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად არ დაზარალდნენ კვალიფიციური კადრები. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ კადრებს. მაგრამ გახსოვთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრი მომხრე, რომლებიც მასიურად დაასაქმეს სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში. თვეები ისე გადის, რომ ეს ადამიანები სამსახურებში არ ცხადდებიან, ძალიან ბევრი მძღოლად, დამლაგებლად არის გაფორმებული და შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ ათასობით ლარს ღებულობენ,”- ამბობს ნარმანია.

