“დედაქალაქის მერიაში აუცილებლად განხორციელდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია. ეს გულისხმობს ერთი მიმართულებით იმ სტრუქტურების დამატებით შექმნას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი პროგრამის განხორციელებისათვის. ეს არის თანამედროვე სტრუქტურები, რომელიც ინოვაციაზე, განვითარებაზე, ანალიტიკურ საქმიანობაზე იქნებიან ორიენტირებული. მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ ცალკეული სტრუქტურების შეკვეცა ან გაუქმება მოგვიწიოს, მაგრამ ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ის, რომ ამ სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად არ დაზარალდნენ კვალიფიციური კადრები. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ კადრებს. მაგრამ გახსოვთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრი მომხრე, რომლებიც მასიურად დაასაქმეს სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში. თვეები ისე გადის, რომ ეს ადამიანები სამსახურებში არ ცხადდებიან, ძალიან ბევრი მძღოლად, დამლაგებლად არის გაფორმებული და შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ ათასობით ლარს ღებულობენ,”- ამბობს ნარმანია.
ნარმანია გამარჯვების შემთხვევაში, მერიის სტუქტურულ ოპტიმიზაციას გეგმავს

-
25.11.2026 რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით -
25.11.2026 „თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს – Black Friday-ს კვირეული დაიწყო -
25.11.2026 ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს -
25.11.2026 ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეპრესიული მანქანის მმართველია — ღარიბაშვილი ციხიდან -
25.11.2026 მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელოდება -
25.11.2026 როდის მოვიდა შუქი? – 1999 წელს ჩაბნელებულ საქართველოზე თავად “უცნობი” მღეროდა