ახალი ამბები

პეტრიაშვილი: საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები კარგია, მაგრამ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

8 ივლისი, 2014 • • 1066
პეტრიაშვილი: საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები კარგია, მაგრამ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

“მე ვთვლი, რომ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებისგან არაფერი თავდასაცავი რუსეთის ბაზარს არ სჭირს. მაგრამ კარგია, რომ ეს ყველაფერი გადავიდა ექსპერტების განხილვის სიბრტყეში. ექსპერტები განიხილავენ ამ საკითხებს, ორივე მხრიდან დაისვა შეკითხვები. მე მართლა აბსოლუტურად გულწრფელად ვიძახი, რომ რუსულ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, რომ საქართველოს მეშვეობით ევროკავშირის ბაზარზე ახალი პროექტების რეალიზება განახორციელოს და შემოსავალი მიიღოს. საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 2006 წელს, როცა რუსეთმა ემბარგო შემოიღო, საქართველო და აქ მოქმედი მეწარმეები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. დღეს მდგომარეობა განსხვავებულია, საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება, საქართველოს მეწარმეები გასულები არიან ევროპის ამერიკის, აზიის, შეერთებული შტატების ბაზრებზე. მადლობა გენადი ონიშენკოს ჩვენი [პროდუქციის] ხარისხის ამაღლების ასე მტკიცე მხარდაჭერისთვის, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები ამ დინებაში ისევ არ გადავა და ექსპერტები შეძლებენ შეხების საერთო წერტილების მოძებნას და საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შენარჩუნდება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.


ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი


რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თუ საქართველოს და უკრაინის პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენენ, რუსეთი საკუთარი ბაზრის დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი