15 ივლისს 11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და გადამზიდავი კომპანიების TNT, DHL წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ პრესკონფერენციას.

თემა: ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში განსახილვევლად მომზადებული კანონპროექტი საფოსტო კავშირის შესახებ. მიუხედავად გადამზიდავ კომპანიებთან გამართული შეხვდერებისა და კონსულტაციებისა, ეკონომიკის სამინისტრომ არც ერთი შეთანხმება არ გაითვალისწინა და ცვლილებები, შედეგად, არც ახალ კანონპროექტში ასახულა.

11:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკრებულოს სამომავლო გეგმები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

15 ივლისს, 11:00 საათზე ,,რეპორტიორის” პრეს-კლუბში ,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაციის “პრეზიდენტი, ერეკლე კალატოზიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: არჩევნების მეორე ტური და გამოწვევები

მისამართი: ქ.თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, 1სართული.

საკონტაქტო ტელ; 577177517 ელენე გამეზარდაშვილი

11:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სითი პარკი და პერსონალური

ავტომანქანები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-

2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

15 ივლისს 12:00 საათზე “პრაიმტაიმის” პრესკლუბში თურქი ბიზნესმენი ომერ სარი იმ პირების დასახელებას აპირებს, ვინც მას ფოთის პორტის ტერმინალების საქმესთან დაკავშირებით ფარულ გარიგებას სთავაზობდნენ. ომერ სარი საქართველოში ერთი დღით, სპეციალურად განცხადების გასაკეთებლად ჩამოდის და ფოთის პორტის საქმეში აღმოჩენილ დარღვევებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

 

15 ივლისს 12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ცვლილებები მერიაში

 

15 ივლისს 13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე სამომავლო გეგმებთან და ბუტარობაქიძს საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

 

15 ივლისს, 15:00 საათზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“  პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

ადგილი: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“  (საკონფერენციო დარბაზი).

მის.: თელავის ქ. 20

 

15 ივლისს 16.00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სტუმარისტენფორდის და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორი, ქართველიმეცნიერი თამარ პაზიაშვილი (Jeanne Paz). მისი მოხსენება ეპილეფსიის მკურნალობაშიახალ მიდგომებს შეეხება. დასწრება თავისუფალია. ღონისძიება ინგლისურ ენაზეგაიმართება.

 

15 ივლისს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია “კავკაზ- ჯაზ-ფესტივალის”შესახებ, რომელიც კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში, 16-20 ივლისს ჩატარდება. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორი ნეკა სებისკვერაძე და ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩითოვა.


5 ივლისი
5 ივლისი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *