ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში რუსეთთან საბაჟო პუნქტის გაუქმება სურთ

8 ივლისი, 2014 • • 1207
ცხინვალში რუსეთთან საბაჟო პუნქტის გაუქმება სურთ

პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ საბაჟო შეზღუდვები რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელს უშლის საგარეო ინვესტიციების მოზიდვას და აფერხებს რესპუბლიკის მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას. 

 

“საბაჟო პუნქტი “ქვედა ზარამაგი” ოსეთის მოსახლეობისთვის ხალხთა ერთიანობის ხელშემშლელი ფაქტორია და მისი გაუქმება, როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ოსეთის ორივე მხარის მიერ დადებითად იქნება აღქმული,”- წერია მიმართვაში. 

 

პარტიაში განაცხადეს, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესები საჭიროებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკურ სივრცის შექმნას, რომელის საშუალებითაც უფრო ეფექტურად განვითარდება რესპუბლიკის ეკონომიკა, დღეს არსებული საბაჟო შეზღუდვები კი, მათი განცხადებით, მნიშვნელოვნად აფერხებს ამ პროცესებს.

 

სახალხო პარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ინტეგრაციის გაღრმავება, მათ შორის ევრაზიული და საბაჟო კავშირის ფარგლებში და მიზანშეწონილად მიაჩნია საბაჟო კავშირში სამხრეთ ოსეთის ასოცირებული წევრობის საკითხის განხილვა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი