ახალი ამბები

მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ – ქორეპისკოპოსის მუქარა ერთ-ერთ ბიზნესმენს

29 დეკემბერი, 2018 • 5356
მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ – ქორეპისკოპოსის მუქარა ერთ-ერთ ბიზნესმენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში “ციანიდის საქმეზე” ისაუბრა და ერთ-ერთი ბიზნესმენის მიმართ, რომლის სახელიც არ დააკონკრეტა, მუქარის შემცველი განცხადება გააჟღერა.

ჟურნალისტის კითხვაზე, “ვისი იდეა იყო, რომ საზოგადოებისთვის სხვაგვარად მოეწოდებინათ ინფორმაცია ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ…”, სასულიერო პირმა ასე უპასუხა:

„მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც მერე უწმინდესთან მიბრძანდა. მე ვთქვი ადრე რა, იმასაც ვიტყვი რომელი ბიზნესმენია… [მან უთხრა ილია მეორეს] – დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ფულიც გადახდილი აქვს.

არავის არ ვაპატიებ ამას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ეგ ვუთხარი ზუსტად, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს იმას რა… რომ ვცემო ისა, მაგრად ვცემო… მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ მას“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

“ტვ პირველთან” ინტერვიუში ქორეპისკოპოსმა მწვავე განცხადებები სხვა პირების მიმართაც გააკეთა. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეზე საუბრისა  სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ილია მეორის კრიტიკის გამო მას “გასაკეთებელს” გაუკეთებს. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი მან “მოსკოვის კაცად” მოიხსენია და დასძინა, რომ დაწინაურების შემთხვევაში, მას “ჩამოაგდებენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი