ახალი ამბებისამართალი

ცოლზე ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

28 დეკემბერი, 2018 • 1659
ცოლზე ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 28 დეკემბერს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებული ი.გ. დამნაშავედ ცნო. მას 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, 2018 წლის 17 ივლისს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.გ-მ შელაპარაკების საფუძველზე ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ი.გ. 2018 წლის 17 ივლისს ქალაქ ბორჯომში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • დღეიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ, რომელიც შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას მის დამრღვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/175792/

მასალების გადაბეჭდვის წესი