გორში 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გორში 75 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.