ახალი ამბები

სირიაში საქართველოს 14 წლის მოქალაქე დაიღუპა

27 დეკემბერი, 2018 • 2769
სირიაში საქართველოს 14 წლის მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს 14 წლის მოქალაქე, მუხმად ფარეულიძე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

Reg.info-ს ინფორმაციით, ფარეულიძეების ოჯახი სირიაში 2014 წელს წავიდა, მანამდე ისინი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდნენ. პანკისის სათემო რადიო WAY-წერს, რომ დაღუპულის ნათესავების თქმით, სირიაში ამჟამად მუხმად ფარეულიძის მამა – ახმად ფარეულიძე, დედა და სამი და-ძმა იმყოფებიან. ახმად ფარეულიძე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის დაცვის უფროსი იყო. ის “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში დღემდე იბრძვის.

რადიოს ინფორმაციითვე, თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების ინფორმაციის გავრცელებისას, 2016 წელს ითქვა ისიც, რომ სირიაში დაბომბვის დროს დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, მაგრამ გადარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი