ახალი ამბები

გიორგი ჩოგოვაძე “აეროპორტების გაერთიანების” გენერალურ დირექტორად დაინიშნა

26 დეკემბერი, 2018 • 1803
გიორგი ჩოგოვაძე “აეროპორტების გაერთიანების” გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო კომპანია “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ჩოგოვაძე გენერალურ დირექტორად დაამტკიცა.

ჩოგოვაძეს 2014 წლის ნოემბრიდან ეკავა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, სადაც იგი ტურისტული ბიზნესიდან მივიდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, მათ მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩევა.

სამინისტროს ცნობით, ჩოგოვაძეს აქვს სამოქალაქო ავიაციის სექტორში საქმიანობის გამოცდილება: 1998 – 2004 წლებში მას “საპასუხისმგებლო პოზიციები” ეკავა საქართველოს ავიაბაზარზე მომუშავე ავიაკომპანიებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი