ახალი ამბები

რა საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს თბილისის მერია რესპუბლიკის მოედანზე

26 დეკემბერი, 2018 • 1464
რა საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს თბილისის მერია რესპუბლიკის მოედანზე

თბილისის მერიის ინფორმაციით, 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება.

კალაძის განმარტებით, ღონისძიებები, რომლისთვისაც მერია დაახლოებით 1 778 800 ლარს დახარჯავს, 28 დეკემბერს 20 საათზე დაიწყება.

“ასე რომ, 28-ში გელოდებით ყველას, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. გარდა ამისა, ამავე დღეს იქნება „გუფი ლენდის“ კონცერტი და შოუს გააგრძელებს დიჯეი“, – აღნიშნა კახა კალაძემ დღეს, 26 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

რაც შეეხება სხვა დღეებს, კალაძის განმარტებით, 29 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე “ბიგ ბენდის” კონცერტი გაიმართება, 30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი “ლაუდ სფიქერს” გამართავს კონცერტს, 31 დეკემბერს, 23 საათიდან გალაკოცენტი გაიმართება, ხოლო ღონისძიებების ბოლო დღეს – 13 იანვარს, რესპუბლიკის მოედანზე ნინო ქათამაძე იმღერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი