როგორც ელისაშვილმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერიის სითი პარკთან გაფორმებული 15-წლიანი კონტრაქტიდან 7 წელი უკვე გასულია, თუმცა სითი პარკს მისთვის დაკისრებული ვალდებულებები არ შეუსრულებია.

 

“ისინი ვალდებულები იყვნენ მოეწესრიგენიბათ პარკინგი ქალაქში, თუ ვინმე მეტყვის, რომ დღეს თბილისში პარკინგი მოწესრიგებულია, გავჩუმდები და არასოდეს ამოვიღებ ხმას. მაგრამ რეალურად ისინი უბრალოდ ძარცვავდნენ ქალაქს”, – აცხადებს ელისაშვილი.

 

მისი თქმით, ძირითადი საეჭვო გარემოებაა, რომ 7 წელია საიდუმლოა სითი პარკსა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულება.

 

“ჩემი აზრით თავდაპირველად ეს ხელშეკრულება უნდა გამოქვყნდეს, რომ ვნახოთ, რა პირობებია ჩადებული კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით”.

 

ელისაშვილი ამბობს, რომ  მისი ინფორმაციით,  სითი პარკი” ცდილობს თავი გადაირჩინოს”: “ ისინი ეძებენ გზებს ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველებთან”. 

 

ელისაშვილს მიაჩნია, რომ სითი პარკმა თავის გადარჩენა ვერ უნდა მოახერხოს და მერიამ ტენდერის შედეგად ახალ კომპანიასთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *