ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ელექტროენერგიის გაძვირების გამო შესაძლოა დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყოს

2 ივლისი, 2014 • • 1024
სომხეთში ელექტროენერგიის გაძვირების გამო შესაძლოა დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყოს

შეგახსენებთ, 1 ივლისს გამართულ სპეციალურ სხდომაზე კომისიამ საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების საკითხებში სრულიად არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო 1 აგვისტოდან ელექტროენერგიაზე ტარიფის თითქმის 10%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. ამასთან, ზუსტად ერთი წლის წინ კილოვატ საათის ღირებულება თითქმის 30%-ით იყო გაზრდილი. ხელისუფლების ახალმა გადაწყვეტილებამ მთელ ქვეყანაში პროტესტის ტალღა გამოიწვია. 


სამოქალაქო ინიციატივამ „ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ“ განაცხადა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში ყველანაირ ძალისხმევას გამოიყენებს, მათ შორის დაუმორჩილებლობის აქციებს, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ძალებმა, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციამ ელექტროენერგიის ახალ გაძვირებას პოლიტიკური ნაბიჯი უწოდეს და აცხადებენ, რომ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

 

სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, კომპანია „სომხური ელექტროქსელები“ მცდელობას არ იშურებენ, საზოგადოებას განუმარტონ, რომ იძულებული არიან, ეს ზომა მიიღონ – სისტემა მოითხოვს სერიოზულ გაჯანსაღებას, რემონტს, თანამშრომლების ხელფასების გაზრდას და ა.შ. თუმცა ამით კითხვები არ მცირდება. ოპოზიციამ სენსაცია უწოდა კომისიის განხილვების დროს გამორკვეულ ფაქტს, რომ სომხეთი თურმე საქართველოდან ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტროენერგიის იმპორტი რეგულარული ხასიათის არ არის, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევებშია, როცა ერევნის სითბური ელექტროსადგური სარემონტოდ არის გაჩერებული, ოპოზიციის წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია.

 

ხოლო კითხვაზე, რატომ უნდა გადაიხადონ ქვეყნის ენერგოსისტემის გაჯანსაღებასა და რეფორმებზე რიგითმა მომხმარებლებმა, პასუხი ჯერ არ გაუციათ.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი