ახალი ამბები

აშშ თავის მოქალაქეებს ბარსელონაში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

24 დეკემბერი, 2018 • 1258
აშშ თავის მოქალაქეებს ბარსელონაში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს საშობაო და საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ბარსელონაში ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის შესახებ ატყობინებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული  წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინონ სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, ავტობუსების გადაადგილების ადგილებში ლა რამბლას ტერიტორიაზე.

“ტერორისტებმა, შესაძლოა, გაუფრთხილებლად ან მცირე გაფრთხილების შედეგად განახორციელონ თავდასხმა”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ტერორისტების სამიზნე შესაძლოა ტურისტული ადგილები, სატრანპორტო ჰაბები და სხვა სახალხო თავშეყრის ადგილები გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი