ახალი ამბები

ვადასტურებ, გამოძიებას გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია – გახარია ხორავას ჩხუბზე

21 დეკემბერი, 2018 • 1221
ვადასტურებ, გამოძიებას გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია – გახარია ხორავას ჩხუბზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 21 დეკემბერს, პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საუბრისას გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიების პერიოდში არ ჩატარებულა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო.

გახარიამ თავის გამოსვლაში გააკრიტიკა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და დასძინა, რომ მან თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.

“დიახ, ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედდებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე გავლენა. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს იყო თქვენი მანდატი,” – ამბობს გიორგი გახარია.

გახარიას თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ მან დღემდე არ იცის, არჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განზრახ იყო უგულებელყოფილი თუ არა, ის თვლის, რომ სამოხელეო გადაცდომაზე სისხლისამართლებრივი საქმე უნდა აღიძრას.

“მეც მზად ვარ, როგორც კი … და ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომაზე სისხლისამართლებრივი საქმე. მზად ვარ, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. ისევე როგორც თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც უნდა შეესრულებინა,” – დასძენს გახარია.

თავის გამოსვლაში შს მინისტრი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიიის წევრებმა საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება მოახდინეს, იმის გამო, რომ მათ პოლიტიკური სპეკულირება დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი