თბილისში “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა საღამოს, ვაზისუბანში მოხდა.
“რუსთავი2″–ის ცნობით, ყაჩაღობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტისას თანხა გაიტაცეს, თუმცა მისი ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც “ნეტგაზეთს” უწყებიდან აცნობეს, ინციდენტის დროს ბანკის დაცვის თანამშრომელმა წარბის არეში მცირე დაზიანება მიიღო.
გამოძიება სსკ–ს 197 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.