ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსულ-აფხაზური მოლაპარაკებები სამართლის სფეროში

30 ივნისი, 2014 • • 1292
რუსულ-აფხაზური მოლაპარაკებები სამართლის სფეროში

ამის შესახებ აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი შამბას განცხადებაზე დაყრდნობით წერს საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი

 

მოლაპარაკების შესაბამისად, შამბას განმარტებით, “აფხაზეთი და რუსეთის ფედერაცია ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას სისხლის სამართლის საქმეებში იმ შემთხვევაში გაუწევენ, თუ საქმე ორივე ქვეყნის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს.” 

 

ცენტრალური სტრუქტურები, რომელიც აღნიშნული შეთანხმების განმახორციელებლები იქნებიან, შამბას თქმით, რუსეთისა და აფხაზეთის გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტროებია. 

 
მისივე განმარტებით, დოკუმენტების ხელმოწერა 18-21 ივნისს სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ფორუმზე იყო დაგეგმილი, მაგრამ აფხაზური მხარის თხოვნით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაიტანეს. 

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოსაა დანიშნული.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   






მასალების გადაბეჭდვის წესი