ენმ–ს წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციაში ხელს ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა უშლის და აქცია სწორედ ამის წინააღმდეგ იქნება მიმართული:

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა დღეს არის პოლიტიკური დევნა, რასაც აღნიშნავს ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, და რაც არის ცხადი ფაქტი, რომ ჩვენი ხელისუფლება დაკავებულია ოპონენტების პოლიტიკური დევნით და ამ ფაქტს ახლაც არ უხვევენ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დროსაც კი დაკავებული იყო ჩვენი რამდენიმე კანდიდატი, დაკავებულია ჩვენი გენერალური მდივანი, დაკავებულები არიან ჩვენი ყოფილი მინისტრები, საქმეები არის აღძრული ათობით და ასობით ჩვენს აქტივისტზე, ჩვენს ლიდერზე და, შესაბამისად, ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც წინ ხვდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა. შესაბამისად, ჩვენ- იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ამ ყველაფერზე- 17:30 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან გავმართავთ ამ აქციას”, – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

მთავრობის ადმინსიტრაცია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *